03:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 10:23:40, 2994 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება - გამარჯვებას დემოკრატებს უწინასწარმეტყველებენ

დღეს აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდება,  შედეგად ხელახლა იქნება არჩეული აშშ-ის წარმომადგენლობით პალატა, ასევე სენატორების მესამედი. 
დღეს ასევე, 39 შტატში ახალ გუბერნატორებს აირჩევენ. ამ დროისთვის 35 შტატში მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი უკვე დააფიქსირეს, კიდევ 15 შტატში კი საარჩევნო უბნები რამდენიმე საათში გაიხსნება.
ტელეკომპანია CNN-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახამად, დემოკრატებს მხარს ამომრჩეველთა 55% უჭერს, დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიისთვის კი ხმის მიცემას გამოკითხულთა 42% გეგმავს.
ანალიტიკოსების აზრით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იქნება. საარჩევნო კაპნანიას "რესპუბლიკელების" მხრიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უდგას სათავეში, მან პენსილვანიაში პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს, რომ "თუ უნდათ მეტი მიგრანტების ქარავანი და მეტი დანაშაული ხმა მისცენ დემოკრატებს" .
დემოკრატიულმა პარტიამ მის წინასაარჩევნო რუპორად ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა აირჩია.  რგორც ობამამ განაცხადა, ღირებულებისთვის მუდმივი ბრძოლაა საჭირო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics