06:57 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 19:41:30, 1117 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთის ანხვეის პროვინციის ლოგისტიკური ცენტრი ქართულ პროდუქციას 3 წლით უსასყიდლოდ დაეთმობა

საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ჩინეთის ანხვეის პროვინციაში განლაგებული ლოგისტიკური ცენტრით სამი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს, - ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ თემაზე ქართულ მხარესა და Anhui ANZ Food Limited-ს შორის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

დოკუმენტი საქართველოს საშუალებას აძლევს ისარგებლოს როგორც პროდუქციის საგამოფენო სივრცეებით, ისე სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისებით.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ხელი ჩინეთის Anhui ANZ Food Limited-ის თავმჯდომარე სია იანმა და საქართველოს “საპარტნიორო  ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მოაწერეს, ინდუსტრიული პარკის პროექტში თანამშრომლობასაც მოიცავს. ინდუსტრიული პარკი იმპორტის ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც პროდუქციის იმპორტის ხელშეწყობისა და მარკეტინგის მიმართულებით 2019 წლიდან იმუშავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics