2018-11-05 19:23:49, 1803 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება
„ვალუტის კურსის გამყარება არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება.
„გვექნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან იმისათვის, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ავტორი: ,