|
2018-11-05 15:33:43, 776 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას. ამჯერად, ტრენინგები ტურისტული სააგენტოების, კვებისა და განთავსების ობიექტების 200-მდე სხვადასხვა მიმართულების მენეჯერს უტარდება. ტრენინგები ძირითადად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორებიცაა ტურისტული სერვისების მარკეტინგი, სერვისპლიუსი, გაყიდვებისა და ეფექტური კომუნიკაციის როლი ტურისტულ სექტორში, თანამედროვე ხელოვნება ტურიზმის ინდუსტრიაში, მოლაპარაკების ხელოვნება და უსტრესო პროდუქტიულობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ანხორციელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში 1000-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანი გადაამზადა. წლის ბოლომდე კი ტრენინგები დაგეგმილია გიდებისთვის და სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის. გიდები ბათუმის ტურის, ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით გადამზადდებიან, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები კი ინგლისური ენის შემსწავლელ ტრენინგკურსს გაივლიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)