|
2018-11-04 16:44:09, 5801 ნახვა
სპორტი
შაკო კუჭაშვილი - დღეს საქართველოს სიბნელე არის მიხეილ სააკაშვილი -ვიდეო
"ვერის პარკში" გამართულ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებს ახალგაზრდა აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა მიმართა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს საქართველოს სიბნელე არის მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაბრუნებასაც ახალგაზრდები არ დაუშვებენ. „გაქცეული პრეზიენტი მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ მე შესაწყალებელი არაფერი მჭირსო. ეს არის ბლეფი, როგორც კი გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი სააკაშვილს აუცილებლად შეიწყალებს. ასევე იგი შეიწყალებს ბაჩანა ახალაიას და ივანე მერაბიშვილს, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ამ აქციაზე ახალგაზრდები იმიტომ ვდგავართ, რომ მარტო არ დავტოვოთ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი. ახალგაზრდები ვირჩევთ უკეთეს მომავალს, დღეს ამ ქვეყნის სიბნელე არის მიხეილ სააკაშვილი, გაქცეული პრეზიდენტი ვერ დაბრუნდება ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ - განაცხადა შაკო კუჭაშვილმა. დღეს ვერის პარკში აქცია „არა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაიმართა. აქციის მონაწილეები შეკრებას 7 ნოემბერს, „პირველი რესპუბლიკის მოედანზე“ აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)