06:05 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-04 15:13:46, 1053 ნახვა

საზოგადოება
ავარიული სახლის ნაწილის ჩამოშლის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ავლაბარში, მეტეხის ქუჩა N14-ში ავარიული სახლის ნაწილი გუშინ ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახლის ნაწილის ეტაპობრივი ჩამოშლა სამი დღის წინ  დაიწყო, რაზეც ისნის რაიონის გამგეობამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. სახლის ამ ნაწილში მცხოვრები სამი ოჯახი, უსაფრთხოების მიზნით, დროებით საცხოვრებელში გადავიდა. გამგეობა მათ ბინის ქირით უზრუნველყოფს.

ადგილზე უკვე რამდენიმე დღეა სპეციალისტები მუშაობენ და სახლის მგდომარეობას იკვლევენ. მას შემდეგ რაც სპეციალური კვლევის შედეგები იქნება ცნობილი, დედაქალაქის მერია გადაწყვეტილებას მიიღებს, სახლის ეს ნაწილი როგორ უნდა რეაბილიტირდეს და ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებს. 

აღნიშნულ მისამართზე, მთლიანობაში 30 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მათ საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან სახლის დანარჩენი ნაწილი კონსტრუქციულად მდგრადია.  

ამ ეტაპზე მეტეხის N14-ში გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს და გზა ჩამოშილი ფრაგმენტებისგან სუფთავდება. როგორც დედაქალაქის მერიის, ასევე, ისნის რაიონის გამგეობის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ადგილზე გამგეობის თანამშრომლები და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე იმყოფებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics