06:05 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 18:06:52, 1309 ნახვა

საზოგადოება
6-8 ნოემბერს ჯაპანის სარკინიგზო გადასასვლელზე მოძრაობა შემოვლითი გზით განხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის” მიერ  2018 წლის 6 ნოემბრის 10:00 საათიდან 8 ნოემბრის 20:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე ნიგოითი-საჯავახოს სარკინიგზო გადასარბენზე მდებარე (ე.წ. „ჯაპანის“ დაცული სარკინიგზო გადასასვლელი) დაგეგმილია რეზინოკორდული ფენილის და ლიანდაგის კაპიტალური შეკეთება.

ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების ჩატარება. სამუშაოების მიმდინარეობისას სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება. 

საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics