|
2018-11-02 18:01:43, 2758 ნახვა
ეკონომიკა
ფრანსუა პეშო: Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მთავრობის რეფორმების სისწორეს ადასტურებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ბანკის „Doing Business 2019"- ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას. კერძოდ, საქართველომ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა და პოზიცია 3 საფეხურით გააუმჯობესა. „ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას! ეს უზარმაზარი მიღწევაა. ის ადასტურებს მთავრობის რეფორმების სისწორეს, რაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და კერძო სექტორის ზრდაზე დაფუძნებულ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება," - განაცხადა ფრანსუა პეშომ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, „სამომავლოდ ხელისუფლების ამბიციური რეფორმების გეგმის განხორცილება, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, დიდი მნიშვნელობის იქნება უფრო მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, ასევე ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შესამცირებლად." საქართველომ პირველად შეძლო და ქვეყნის ქულები 10 ინდიკატორიდან გაუმჯობესდა 7 ინდიკატორში და მხოლოდ 3 ინდიკატორშია უცვლელი. ამასთან, ბიზნესის დაწყების ინდიკატორში საქართველოს მაქსიმალური 100 ქულიდან 99.34 ქულა მიენიჭა. საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნისმთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 3 რეფორმით - ბიზნესის დაწყება, გადასახადებისგადახდა და კონტრაქტების აღსრულება საქართველო მსოფლიოში კვლავ ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)