15:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 17:43:09, 2191 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თვის მონაცემებით მგზავრთნაკადმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 %-ით მეტია. (2017 წლის 10 თვე - 359,961 მგზავრი). 

ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 10 თვის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 1,791 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 25% მეტია. (2017 წლის 10 თვე - 1433 რეისი).

2018 წლის ოქტომბერში კი  ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. ოქტომბრის თვეში ქუთაისის აეროპორტი 62,000 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის სექტემბერი 34,874 მგზავრი).

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. 2018 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 222 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71 % მეტია.  (2017 წლის სექტემბერი 130 რეისი). 

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics