2018-11-02 17:22:29, 1724 ნახვა
ეკონომიკა
ლარი ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7251 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.7170 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 ევრო ხვალ, 3.1194 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0900 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0294 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,