|
2018-11-02 14:34:23, 2824 ნახვა
მსოფლიო
ბოტკოველი კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე: ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს საზოგადოებისათვის საშიშია
ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში, - ასე გამოეხმაურა პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი ხელისუფლების გადაწყვეტილებას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევის არგუმენტად საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია დაასახელა. "ის, რომ ხელისუფლებამ იცოდა ჩვენი პოზიცია ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ გაევლო კონსულტაციები და მობრძანდნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საპატრიარქოში, მის უწმინდესობასთან შეხვედრაზე, რომ მათ კიდევ ერთხელ გაევლოთ მასთან საკითხი, რომელსაც მარიხუანის კულტივაცია ჰქვია. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში და ის ძალისხმევა, რომელსაც ეკლესია აქამდე ახორციელებდა და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია, მინდა ავღნიშნა, რომ კულტივაციას არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებული არც ერთი რელიგიური კონფესია, აქედან გამომდინარე, მათ დაინახეს, საზოგადოების პოზიცია და პატრიარქთან მათ განაცხადეს, რომ ისინი უკან წაიღებენ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტშია შეტანილი. არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია, რომ ისინი ანგარიშს გაუწევენ ამ ყველაფერს", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)