|
2018-11-01 19:35:42, 874 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობითაც გამოიხატება. ბათუმი და ქობულეთი დამეგობრებულია იტალიის ქალაქებთან. ასევე, წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ბათუმისა და ფერარას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. ყოველწლიურად იზრდება იტალიელი ვიზიტორების რიცხვი აჭარაში, რასაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით პირდაპირმა საჰაერო ფრენებმაც შეუწყო ხელი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა იტალიელ დიპლომატს საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)