07:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 13:12:23, 1536 ნახვა

ეკონომიკა
2019 წლიდან 1 თეთრის სიზუსტით ანგარიშსწორების პრინციპს „დამრგვალების მეთოდი“ ჩაანაცვლებს

2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი „დამრგვალების მეთოდით“ შეიცვლება.

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით განისაზღვრა, რომ ფასის დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, რაც გამორიცხავს ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილების აუცილებლობას.

„ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამოდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე. ამ შემთხვევაში ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე

 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე

 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე

 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე

დადგენილი წესი არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე ფასების ცვლილებას და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამოდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე.

ცვლილებები ეხება აგრეთვე 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე.

2021 წლის 1-ლი იანრიდან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics