05:22 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 18:34:11, 1066 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ხარისხის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2019"-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილზეა.

ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების რეიტინგის მაჩვენებლის დაწინაურება კი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაცაა.

ხელშეკრულების აღსრულების გამარტივების მიმართულებით საქართველომ შემოიღო სასამართლო საქმეებზე მოსამართლეთა შემთხვევითი შერჩევის და ავტომატური დანიშვნის მექანიზმი, რაც  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. აღნიშნულმა გააუმჯობესა სასამართლო პროცესების ხარისხის ინდექსი და 18 ქულიანი შკალაზე 12.5-დან 13.0-მდე გაუმჯობესდა.  

საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგში. დაგეგმილია ფართომასშტაბიანი რეფორმები გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმის მიმართულებით.

ამავდროულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, მუშაობს ახალ სააღსრულებო კოდექსზე. ახალი პროექტით, მთლიანად იცვლება სააღსრულებო სისტემა. ქვეყანა შერეული მოდელიდან ერთიან სააღსრულებო სისტემაზე გადავა. აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგს კი აღმასრულებელთა პალატა გაუწევს.

მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები კი საფუძველია მომავალი წლებისთვის აღსრულებისა და გადახდისუუნარობის პროცესების ხარისხის ზრდისა და თანამედროვე ევროპულ სტანდარტთან  გათანაბრებისთვის.

წარმატებულია გადახდისუუნარობის პროცესის მართვის მაჩვენებელიც. მსოფლიო მასშტაბით, საქართველომ გადახდისუუნარობის კომპონენტში მე-60 ადგილზეა.

მაჩვენებლის გაუმჯობესების საფუძველს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიდგომა და ეფექტური მუშაობა წარმოადგენს. არსებული სერვისების დახვეწისა და რიგი სერვისების დამატების შედეგად, გამარტივდა კრედიტორისა და მოვალისთვის გადახდისუუნარობის პროცესი. მოვალისათვის გაიზარდა რეაბილიტაციის შესაძლებლობა, გადახდისუუნარობის სერვისის ხელმისაწვდომობა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics