|
2018-10-31 16:03:07, 806 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მინისტრი“: არჩევნები მეზობელ საქართველოში, ამ ქვეყნის შიდა საქმეა, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით
„არჩევნები მეზობელ საქართველოში, ამ ქვეყნის შიდა საქმეა და სამხრეთ ოსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი მედოევმა განაცხადა. როგორც მედოევმა აღნიშნა, ოკუპირებული ცხინვალი საპრეზიდენტო არჩევნებს ყურადღებით აკვირდება. „ჩვენთან ყურადღებით აკვირდებიან წინასაარჩევნო კამპანიას, რადგან იქ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. მაგრამ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები საქართველოში, სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მათ პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება. წინასაარჩევნო დებატებმა ცხადჰყო, რომ საქართველოში ანტირუსული და ანტიოსური პროპაგანდა და რუსული ოკუპაციის თემა ამომრჩეველებს შორის პოპულარულია და მას ყველა კანდიდატი იყენებს. ამიტომ, საუბრები რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს კურსის შეცვლის შესახებ უბრალოდ ფიქციაა და დეკლარაციულ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა მედოევმა. მისივე თქმით, „ქართულ მხარეს 2008 წელს დამარცხების გამო, რევანშის წყურვილი აქვს“. „არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვვაში, საქართველოს პოლიტიკა არ შეიცვლება, ის იქნება „საქართველოს დასავლელი მეგობრების“ კონტროლქვეშ“, - დასძინა ე.წ. მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)