20:46 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 10:40:17, 553 ნახვა

სხვადასხვა
EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროს გუნდს მადლობის წერილი გამოუგზავნა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის წარმატებით ორგანიზებისა და ჩატარებისთვის, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბანკის პრეზიდენტისგან, სერ სუმა ჩაკრაბარტისგან მადლობის წერილი  მიიღო.

წერილი ფინანსთა მინისტრს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ დღეს ოფიციალურად გადასცა. 

„თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის წარმატებით ჩატარების შემდეგ, მსურდა მადლიერება გამომეხატა თქვენდამი და თქვენი წარმატებული გუნდის მიმართ, მრავალი თვის განმავლობაში გაწეული დაუღალავი სამუშაოსა და თანამშრომლობისთვის. 2015 წელს ჩვენმა წლიურმა შეხვედრამ საუკეთესო შესაძლებლობა მისცა  ღონისძიების მონაწილეებს, დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ რეგიონის ეკონომიკური კლიმატის შესახებ  განსაკუთრებით კი საქართველოში არსებული საინვესტიციო პერსპექტივების შესახებ. ღონისძიებას დიდ წარმატებად მიიჩნევენ მისი მონაწილეები. ეს არის თქვენი ძლიერი და შემოქმედებითი გუნდის მუშაობის შედეგი. თქვენმა თანამშრომლებმა შესანიშნავად გაართვეს თავი უდიდეს დატვირთვას და გამოწვევას, როგორც ღონისძიების მომზადების, ასევე მისი მსვლელობის პერიოდში. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიამაყოთ საერთო მიღწევით, რომელიც ვიცი, კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის,“ - აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის წერილში. 

ფინანსთა მინისტრმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა EBRD-ის პრეზიდენტს და  ბანკის რეგიონალურ დირექტორს საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებისთვის. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics