|
2018-10-31 15:16:42, 756 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის სრულუფლებიან კონფერენციაში მონაწილეობს
დუბაიში, 29 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) სრულუფლებიანი კონფერენცია (PP18) ტარდება, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მსოფლიოში ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სრულყოფას და განვითარებას. ღონისძიების ფარგლებში ასევე იმართება ITU-ს გენერალური მდივნის, მისი მოადგილის, ბიუროების დირექტორების, ITU-ს საბჭოს და რადიორეგულაციის საბჭოს არჩევნები. კონფერენციის (PP18) მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ეკა ყუბუსიძის ხელმძღვანელობით. 2018 წლის 30 ოქტომბერს, აღნიშნული კონფერენციის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეკა ყუბუსიძე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე მიღწევების და გამოწვევების შესახებ, რომლებიც თანხვედრაშია ITU-ს მიერ დასახული ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების სტრატეგიულ მიზნებთან. ამასთან, ეკა ყუბუსიძემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამეტალური ნორმების და პინციპების დარღვევა, რის შედეგადაც საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, თავისი ლეგიტიმური იურისდიქცია განახორციელოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საქართველოს განუყოფელ-ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ქსელების და საშუალებების ფუნქციონირებას და განვითარებას. ამასთან, ეკა ყუბუსიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კვლავაც უნდა დადგეს ერთად და მხარი დაუჭიროს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნების სუვერენული უფლებების დაცვას. როგორც მან გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, საქართველო იზიარებს რა ITU-ს კონსტიტუციის, კონვენციის და რეგულაციების ძირითად პრინციპებს, მზად არის, რომ გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა ITU-სთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განვითარებისთვის. საქართველოს დელეგაციამ ასევე გააკეთა განცხადება, რომელიც პირდაპირ შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ნორმების დარღვევას.
(NS)
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)