|
2018-10-31 12:26:27, 873 ნახვა
საზოგადოება
ალიანსი: პარლამენტი აპირებს თამბაქოს კონტროლზე კანონი დაასახიჩროს და კონკრეტული პირების ბიზნეს-ინტერესებს მოარგოს
პარლამენტი კენჭს უყრის თამბაქოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის ნაწილი არამხოლოდ მიუღებელია, კორუფციის ეჭვს იწვევს, - ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ალიანსში აცხადებენ, "პარლამენტი აპირებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი შეასუსტოს, დაასახიჩროს და კონკრეტული პირების ბიზნეს - ინტერესებს მოარგოს". "2017 წელს, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თამბაქოს კონტროლის კანონი დაამტკიცა. ეს კანონი მიმართულია ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით 11 000 ადამიანის ნაადრევი გარდაცვალების და 824 მილიონი ლარის ზარალის შესამცირებლად. მიმდინარე წლის ივნისში, ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 85% ეთანხმება და მხარს უჭერს თამბაქოს კონტროლის კანონს. 2016 წელს, ანუ კანონის მიღებამდე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მონაცემებით, თანხმობა 79% იყო. ახალი რეგულაციებისადმი მხარდაჭერა 6%-ით ძირითადად მწეველების ხარჯზე გაიზარდა. არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოებული, მიუკერძოებელი მონიტორინგის მონაცემებით, კანონის დაცვის მაჩვენებელი, 2018 წლის სექტემბრისთვის, ანუ ამოქმედებიდან 4 თვეში, უკვე 96% - ია. ასეთი მაჩვენებლები შესაშურია ნებისმიერი კანონისა და ქვეყნისთვის. ამ ფონზე, კანონის აღსრულებიდან 4 თვეში, მოსახლეობის ინტერესების საპირისპიროდ, პარლამენტი აპირებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი შეასუსტოს, დაასახიჩროს და კონკრეტული პირების ბიზნეს - ინტერესებს მოარგოს. კერძოდ, მოწევა დაუშვას სლოტ კლუბების ნაწილში, თეატრებში, სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობისას. სლოტ კლუბებთან დაკავშირებით წინადადება სათამაშო ბიზნესის ასოციაციიდან მოდის, რომელსაც, როგორც ჩანს, პარლამენტში არამხოლოდ ფარული, ღია ლობისტებიც ჰყავს. ასოციაცია აცხადებს, რომ თუ კანონი გამონაკლისის სახით კაზინოებში მოწევის უფლებას უშვებს, ანალოგიურად უნდა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სხვა დაწესებულებებშიც. საკანონმდებლო ცვლილების პროექტის იმ მუხლს, სადაც ლაპარაკია სათამაშო ბიზნესის შენობებში და თეატრებში სპექტაკლების დროს, სცენაზე მოწევის დაშვებაზე, ეწინააღმდეგება ყველა, ვისაც კი საქართველოში ან უცხოეთში თამბაქოს კონტროლის სფეროში რაიმე ექსპერტიზა უწარმოებია. წინააღმდეგია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი და სამედიცინო ასოციაციები. რაც ყველაზე მთავარია, მას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მოცემული სახით უკვე არსებულ თამბაქოს კონტროლის კანონს. მოწევის აკრძალვას მიესალმებიან თეატრებში და კაზინოებში დაშვებულ გამონაკლისს საეჭვოდ მიიჩნევენ. ძვირადღირებულ კვლევებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჰკითხეთ მოქალაქეებს, რაზე ეჭვობენ, როცა ასეთი წარმატებული კანონის დასუსტებას აპირებთ, ჩნდება თუ არა კითხვები კორუფციაზე და კერძო ინტერესებზე? ამ კუთხით წინააღმდეგობა არაერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა და მიუხედავად ამისა, პარლამენტი ჯიუტად აგრძელებს თამბაქოს კონტროლის კანონში ხალხისგან დაწუნებული ცვლილებების მიღების პროცედურებს. ნუთუ ამ კონკრეტული ცვლილებების ლობისტებს და სხვა, ჩართულ პირებს ჰგონიათ, რომ საზოგადოება პროცესებს სათანადოდ ვერ აფასებს? დაფიქრდით, თამბაქოს კონტროლის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილით, სადაც სათამაშო ბიზნესის კუთვნილ შენობებში მოწევა უნდა დაიშვას, თქვენ არ ასრულებთ საზოგადოების დაკვეთას. საზოგადოების დაკვეთაა თამბაქოს ბოლისგან აბსოლუტურად სუფთა დახურული სივრცე. უბრალოდ, შეგიძლიათ არ განიხილოთ ეს საკითხი და პირდაპირ ის მუხლი აამუშავოთ, რომელიც ყველა დახურულ სივრცეს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. აკრძალეთ მოწევა კაზინოშიც.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)