05:22 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 15:46:52, 715 ნახვა

საზოგადოება
სებ-ი: ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების განახლებულ ვერსიაში ყველა ტექნიკური სახის შენიშვნაა ასახული

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა, რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამი.

„გასული კვირის განმავლობაში, ეროვნულ ბანკში აქტიური კონსულტაციები გრძელდებოდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებთან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტთან დაკავშირებით. დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა, რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება. კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს ცალკეული მუხლებისა და პუნქტების ტექნიკური ხასიათის დაზუსტებისა და გამარტივების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილება განიცადა, განახლებული დოკუმენტი საფინანსო ორგანიზაციებს უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ. ამასთან მიზანშეწონილად ჩაითვალა საფინანსო ორგანიზაციებს კიდევ რამდენიმე დღე მიეცეთ ახალი ვერსიის გასაცნობად და მათი შიდა პროცესების რეგულირების პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვნად. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება დებულების ძალაში შესვლის თარიღის რამდენიმე დღით გადაწევის შესახებ, სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომენტარებისათვის ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა. დებულების მიზანია, საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და მსესხებელთა დაცვა არაპროპორციული ფინანსური რისკებისგან. პროექტი საბოლოო რედაქციამდე ექვემდებარებოდა როგორც პრინციპულ, ისე შინაარსობრივ და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან და მათთან ჩართულობით არაერთი შეხვედრა გაიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics