2018-10-29 17:22:40, 1290 ნახვა
ეკონომიკა
ლარი ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7020 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6986 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0808 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,