11:09 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 16:28:49, 1137 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთს კანდიდატს არ დაუჭერს.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს ვერც ერთ მათგანში ვერ ხედავს.

„სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში. ვერც ერთში ვერ ვხედავ საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს და გუნდს მათ გუნდებში, რომელსაც საქართველოს მომავალს ვანდობ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კონსულტაციებს გამართავს, რომ მომავალში ქვეყანამ კოალიციური ხელისუფლება და მრავალპარტიული პარლამენტი მიიღოს.

 „მივმართავ ოპოზიციონერ კოლეგებს, ნუ დამიწესებენ ოპოზიციური საქმიანობის სტანდარტებს. ერთმმართველი „ოცნება“ არ უნდა ჩაანაცვლოს ერთმმართველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საითაც პროცესი მიექანება, თუ კონკრეტული ზომები არ იქნა მიღებული. უახლოეს მომავალში მექნება კონსულტაციები ბევრ ადამიანთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათთან, ვინც დღემდე ვერ მოახერხა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა. დღეს უკვე არანაირი არგუმენტი არ მიიღება. ქვეყანა კრიზისულ ზღვარს უახლოვდება. ჩვენ უნდა მივიღოთ კოალიციური ხელისუფლება და მრავალპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics