22:54 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 16:13:30, 1014 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო: მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის მედიას, პროფესიული ეთიკა უმაღლეს დონეზე დაიცვან

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარგარეტა სედერფელტის განცხადებით, საქართველოშო 2008 წლის შემდეგ საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გაკეთდა.

როგორც სედერფელტმა აღნიშნა, პრეზიდენტობის კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში.

მისივე ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაში 20-ზე მეტი ქვეყნიდან 50-ზე მეტი პარლამენტის წევრი შედიოდა და ეუთო არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა.

„აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მეორე ტურის მიმდინარეობსაც დავაკვირდებით.  პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არჩევნებზე მესამედ ვარ დამკვირვებლად. პირველად აქ 2008 წელს ვიყავი. დავინახე, რომ საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გაკეთდა. მინდა ავღნიშნო ქართველი ხალხის დამსახურება დემოკრატიის სასარგებლოდ. კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და თავისუფალი წვდომა ჰქონდათ დამკვირვებლებსა და საარჩევნო კომისიის წევრებს. მედიის დამოკიდებულება პოლარიზებული და პოლიტიზებულია, ხარისხიანი ინფორმაციის მიღება კვლავ პრობლემად რჩება. იყო ზედაპირულობა და მიკერძოებულობა, რომელიც ზოგიერთმა მოთამაშემ საარჩევნო კამპანიისას გამოამჟღავნა. ამას უარყოფითი გავლენა აქვს დიალოგზე სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს განსაკუთრებით საწყენია, რადგან საქართველოში აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ ხელი შეუწყო საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას. რაც შეეხება წინასაარჩენო გარემოს, ის ნეგატიურ ფონზე მიმდინარეობდა. მინდა, მოვუწოდო საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიონალური ეთიკა უმაღლეს დონეზე დაიცვან, განსაკუთრებით მეორე ტურის დროს“, - განაცხადა ეუთო-ს წარმომადგენელმა და აგრეთვე, საქართველოს მოსახლეობას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას კეთილგანწყობისა და თანაშრომლობისთვის. ვიმედოვნებთ, მეორე რაუნდისთვისაც ჩამოვალთ საქართველოში“, - დასძინა მარგარეტა სედერფელტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics