22:54 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 15:49:44, 1116 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს წარმომადგენელი: წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში დაიხარჯა ბევრი ფული, რაც ღარიბი ქვეყნისთვის უცნაურია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეი ჰუნკო საქართველოში საპრეიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დადებითად აფასებს.

როგორც ჰეიკომ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ევროსაჭოს წევრი ქვეყანაა და ორგანიზაცია აქ მიმდინარე არჩევნეს 1995 წლიდან აკვირდება. ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ამომრჩევლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ორგანიზაცია მეორე ტურის არჩევნების პროცესსაც დააკვირდება.

„მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩევლებს გუშინდელი აქტიურობისთვის და კარგი თანამშრომლობუსთვის. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ არჩევნების გარემო იყო მშვიდი და პროცესი იყო კარგად ორგანიზებული. ამომრჩევლებმა საკუთარი პოზიცია შეზღუდვების გარეშე დააფიქსირეს. რაც შეეხება წინასაარჩენო კამპანიას, ჩვენმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დაიხარჯა ბევრი ფული, როგორც ბიუჯეტიდან, ასევე კერძო ჩარიცხვებით, რაც ღარიბი ქვეყნისთვის უცნაურია. ასევე დამკვირვებლების მიერ, აღინიშნა ტექნიკური კანდიდატების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც ეთერს სისტემატიურად იყენებდნენ და საარჩევნო გარემო სხვადასხვა კანდიდატებისთვის არ იყო თანაბარი. ჩვენ მეორე ტურის მიმდინარეობსაც დავაკვირდებით. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდა. საბოლოო ანგარიშს 2019 წელს, საპარლამენტო ასამბლეის დროს წარვადგენთ“, - განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics