10:57 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 20:49:30, 1556 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, მხარს „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„მაგრამ, ჩვენ ბრძოლას ქონდა მეორე კომპონენტიც, რომელიც შეეხება საერთო ოპოზიციურ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენი კვლევაც ადასტურებს იმას, რომ ძალიან მაღალი ალბათობით არსებული კვლევები ძალიან მაღალი ალბათობით ადასტურებს, რომ ჩვენი ამოცანის ეს ნაწილი შესრულებულია, ამიტომ ჩვენ თითოეულ მხარდამჭერს მინდა მოვუწოდო, ბოლომდე იყვნენ უბნებზე და ბოლომდე დავთვალოთ ხმები. რაც შეეხება მეორე ტურს, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს გაფორმებული ბრიუსელში შესაბამისი მემორანდუმი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. მთელი კამპანიის მანძილზე, ჩვენ ერთული ვიყავით და ვიცავდით ამ დოკუმენტს და დღესაც, მიუხედავად ძალიან სერიოზული და ფუნდამენტური განსხვავებებისა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თუ დაჯდება სურათი, რომელსაც კვლევა აჩვენებს, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. კერძოდ, კვლევის თანახმად, ვაშაძეს ამომრჩეველთა 37%-მა დაუჭირა მხარი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 34%-მა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს 17%-მა. სხვა კანდიდატებმა ხმათა 12% მოიპოვეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics