10:57 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 20:37:49, 1701 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე: ეგზიტპოლის შედეგებითაც კი, „გირჩი“ ყველაზე პერსპექტიული პარტიაა საქართველოში

"გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა.

ჯაფარიძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს პარტიისთვის დიდი გამარჯვებაა. 

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მივიდა არჩევნებზე და მხარი დაუჭირა „გირჩს“. ნებისმიერ შემთხვევაში, „გირჩისთვის“ ეს არის გამარჯვება. ეგზიტპოლს რაც შეეხება, ყველა ფლანგი ცდილობს, შექმნას წინასწარი განწყობა, რომ ისინი არიან გამარჯვებულები. ჩვენ ვაკეთებთ პარალელურ დათვლას, დაახლოებით 10 პროცენტი გვაქვს  მოცული, სადაც გვყავს საკუთარი წარმომადგენლები. კომენტარს გავაკეთებთ, როცა გვექნება მეტ-ნაკლები სურათი ჩვენი პარალელური დათვლის. გვგონია, რომ „გირჩს“ უფრო მეტი შედეგი უნდა ჰქონდეს , ვიდრე ვნახეთ ეგზიტპოლებში. ამ შედეგითაც კი, გირჩი არის საქართველოში ყველაზე პერსპექტიული პარტია”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლით ზურაბ ჯაფარიძემ 2% დააგროვა, ხოლო "ქართული ოცნების" ეგზიტპოლით 3%. 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics