2018-10-28 20:08:14, 1504 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლი: ზურაბიშვილი - 52.3%, ვაშაძე - 28.1%, ბაქრაძე - 9.2%
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 52,3% მიიღო.
მეორე ადგილს გაერთიანეული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (28,1%) იკავებს. მესამე ადგილზე „ევროპული საქართველოს“ პრეიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა (9,2%)
ამომრჩეველთა დარჩენილი ხმები (10.4%) სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.
ეგზიტპოლი "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა.
ავტორი: ,