22:03 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 17:47:32, 900 ნახვა

პოლიტიკა
გია აბაშიძე: გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები  მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს,  მაინც ვხედავთ  ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან პროცესის ძალიან მუქ ფერებში წარმოჩენისა და დრამატიზების  მცდელობას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ დებოშის მოწყობა უბანზე, კატეგორიულად მიუღებელია.

„ის ფაქტი, რომ 15 საათისთვის  ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ელექტორატის 31 პროცენტია,  მიგვანიშნებს იმაზე, რომ  შესაძლოა  აქტივობა იყოს იმის მსგავსი, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გვქონდა -  46%. “ - განაცხადა გია აბაშიძემ.

მისი მოსაზრებით, გამორიცხული არაფერია და შესაძლოა არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. 

„მთავარია, სწორად და დროულად მოხდეს საჩივრების განხილვა და არავის გაუჩნდეს კითხვის ნიშანი შედეგებთან დაკავშირებით.  საინტერესო იქნება  საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ პირველადი შედეგების შეფასება, მინიშნებები და რეკომენდაციები. ასევე,  არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხსიმგებლობითა და ღირსებით დამარცხების აღიარება,  საკუთარი შეცდომების დანახვა. იმედს ვიტოვებ, ყველა კანდიდატი აცნობიერებს ამას და არ გადაზრდის საკუთარ წარუმატებლობას მცირეხნიან პოლიტიკურ ავანტიურაში", - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics