15:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 15:15:56, 730 ნახვა

საზოგადოება
ლიბერთი ბანკმა ვარკეთილში სერვის ცენტრი გახსნა

ლიბერთი ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო მომსახურების დარგში, არმენ მატევოსიანმა, თბილისში ვარკეთილის III მიკრო რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სერვის ცენტრი  გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ახალი სერვის ცენტრი 6,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. 

სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ინტერნეტ ბანკის გააქტიურება,  ლიბერთი ანგარშის გახსნა, საპენსიო მომსახურების მიღება და სხვა.

აღნიშნული სერვის ცენტრის გახსნა საშუალებას მისცემს ვარკეთილის მოსახლეობას მიიღოს სხვადასხვა საბანკო და არასაბანკო მომსახურებები სწრაფად და მარტივად.  

ლიბერთი ბანკი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელშია წარმოდგენილი. ლიბერთი ბანკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 130-ზე მეტი ფილიალი და სერვის ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით გაანახლა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით, 630-ზე მეტი მომსახურების წერტილით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ და 69,000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

ლიბერთი ბანკის განახლებულ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში ასევე წარმოდგენილია ბანკომატები და თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია თანხის განაღდება, ანგარიშზე თანხის შეტანა, სესხის დაფარვა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა. ფილიალების მოდერნიზებასთან ერთად, ლიბერთი ბანკი მოხმმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დისტანციურ მომსახურების არხებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურება ბანკში მიუსვლელად შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

ლიბერთი ბანკი მომავალშიც გეგმავს ახალი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics