2018-10-28 12:06:17, 862 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო - ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, გაერთიანებას და გაძლიერებას
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
სერგეენკო ხმის მისაცემად საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
„დღეს ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებას, ხმა მივეცი იმას, რომ სიძულვილის ენა შეიცვალოს კონსტრუქციული ენით და ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს ქვეყნის გაძლიერებისკენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
(NS)
ავტორი: ,