|
2015-06-11 14:08:19, 384 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, შვილებთან - ნიკოლოზსა და ანდრიასთან ერთად ჩავიდა. მათივე ცნობით, ბაქოში ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყებს. „ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ილჰამ ალიევის სახელით გამართულ მიღებას, მოინახულებს ქართველ სპორტსმენებს ათლეტთა სოფელში, სადაც ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა სპორტსმენებისთვის მისასალმებელ ღონისძიებას გამართავს. 12 ივნისს კი, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში. ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)