2018-10-28 11:11:19, 1059 ნახვა
პოლიტიკა
10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6.15% შეადგინა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 6.15%-ს შეადგენს.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6.15% ( 215 329 ამომრჩეველი)“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველო რიგით მე-5 პრეზიდენტს ირჩევს.
ავტორი: ,