2018-10-28 10:56:51, 830 ნახვა
პოლიტიკა
ბორჯომის 36-ე ოლქის ერთ-ერთ უბანზე აგიტაციის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა
ბორჯომის 36-ე ოლქის ერთ-ერთ უბანზე აგიტაციის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ინფორმაციას პირველ არხთან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს.
ლევან დევიძის თქმით, საჩივარი უკვე შევიდა საოლქო კომისიაში, რომელზეც კომისია კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელებს და მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას.
როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირველ არხს განუცხადა, სავარაუდოდ, პირი ერთ-ერთი სუბიექტის სიმბოლოს ატარებდა, რომელიც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ავტორი: ,