2018-10-28 10:29:29, 1054 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საკუთარი ხმა ხონის ნომერ მესამე საარჩევნო უბანზე დააფიქსიირა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, მან ხმა მისცა კანდიდატს, რომელიც შეცვლის ვითარებას.
"ეს მარაზმი უნდა დასრულდეს. ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს", - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანა რიგით მე-5 პრეზიდენტს ირჩევს.
ავტორი: ,