2018-10-28 10:07:41, 1153 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხმა მთაწმინდის სააარჩევნო ოლქიის მე-6 უბანზე დააფიქსირა.
"მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალებისა, რომელსაც მრავალი საუკუნის საოცარი, გმირული ისტორია აქვს. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს - ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველო დღეს რიგით მე-5 პრეზიდენტს ირჩევს.
ავტორი: ,