|
2018-10-27 18:33:22, 4168 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო დღეს მე-5 პრეზიდენტს ირჩევს
საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მოქალაქეები ქვეყნის რიგით მე-6 პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მიიღებს. მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. საქართველოს პრეზიდენენტობის კანდიდატთა სრული სია: მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ანთაძე (#1); „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - დავით ბაქრაძე (#2); „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა - ვახტანგ გაბუნია (#4); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გრიგოლ ვაშაძე (#5); „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი (#10); „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული“ პარტია - ზვიად მეხატიშვილი (#13); პარტია „საქართველო“ - გიორგი ლილუაშვილი (#17); „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ - აკაკი ასათიანი (#18); „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა (#21); „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - ოთარ მეუნარგია (#22); მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის“ - ირაკლი გორგაძე (#23); „თავისუფალი დემოკრატები“ - დავით უსუფაშვილი - (#25); სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველო" - ზვიად ბაღდავაძე (#27); „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - მიხეილ სალუაშვილი (#28); „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ) - ზვიად იაშვილი (#30); „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - თამარი ცხორაგაული (#31); „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ - გელა ხუციშვილი (#35); „გირჩი“ - ზურაბ ჯაფარიძე (#36); „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - ლევან ჩხეიძე (#40); დამოუკიდებელი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი (#48); დამოუკიდებელი კანდიდატი - ბესარიონ თედიაშვილი (#49); დამოუკიდებელი კანდიდატი - გიორგი ანდრიაძე (#51); დამოუკიდებელი კანდიდატი - კახაბერ ჭიჭინაძე (#58); დამოუკიდებელი კანდიდატი - ვლადიმერ ნონიკაშვილი (#62); დამოუკიდებელი კანდიდატი - თეიმურაზ შაშიაშვილი (#65). ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე. ცნობისთვის, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)