20:08 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-27 11:25:40, 1979 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: მზად ვართ თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს

„მზად ვართ თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს“ -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა გაითვალისწინოს დეპუტატების თავდებობა და სარალიძე პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

„ჩვენი საზგოგადოების და თითეული ჩვენგანის ვალდებულებაა არ დავუშვათ ზაზა სარალიძის დაპატიმრება არ დავუშვათ დაპატიმრება იმ ადამიანის რომელსაც ებრძვის სახელმწიფო, რომელსაც უსამართლოდ ექცევა სახელიმწიფო მანქანა და სისტემა და ვინც და ვისი ოჯახიც არის მსხვერპლი იმ უზნეობის რომელიც დღეს ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ. სწორედ ამიტომ ჩვენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ თავდებობაში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს რომ ის იყოს დაუყოვნებლივ განთავისუფლებული . მოვუწოდებ შს მინისტრს, პირადად ბატონ გახარიას გაითვალისწინონ ჩვენი თავდებობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატმა, პატივისცემა გამოხატა პოლიციის და დაზარალებული პოლიციელის ოჯახის მიმართ.

„უახლოეს პერიოდში ოჯახთან და ადვოკატთან ჩვენ ამას გავაორმებთ დოკუმენტური წესით როგორც ეს საჭიროა და მოვუწოდებ ხელისუფლებას მინისტრ გახარიას და ხელისუფლებას გაითვალისწინოს პარლამენტის წევრების თავდებობა და დაუყონებლიც გაანთავისუფლოს ზაზა სარალიძე. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი ძალიან ღრმა აპატივისცემა პოლიციის და თითოეული რიგითი პოლიციელის  მიმართ და ვთქვა, რომ ზაზა სარალიძის განთავისუფლება, დარწმუნებული ვარ იქნება მორალური შვება, მათ შორის იმ პოლიციელის და მისი ოჯახისთვისაც, ვისი შეურაცხოყოფის საბაბითაც დღეს ხელისუფლება ცდილობს დააპატიმროს ზაზა სარალიძე და ამ გზით მოიშოროს თავიდან ის ძალიან დიდი უსამართლობა და ის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც საზოგადოებაში დატოვა დათო სარალიძის მკვლელობის გამოუძებლობამ და მკვლელების ხელის დაფარებამ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics