|
2018-10-27 10:59:19, 1550 ნახვა
რეგიონი
დღეს აფხაზური ენის დღეა
დღეს აფხაზური ენის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო აღნიშნავს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ აფხაზური ენის დღეს, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა. ქართულთან ერთად აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ ზადმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სახელწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის. ამას ადასტურებს აფხაზური ენისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის გზაზე, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. სწორედ საქართველოში გამოიცემოდა და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე. სოხუმის უნივერსიტეტში და რამდენიმე სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. აფხაზურ ფოლკლორულ მემკვიდრეობას ჩვენში უდიდესი პატივით ექცევიან. აქ აღზრდილ ბავშვებს არაერთხელ გამოუჩენიათ თავი აფხაზური ცეკვებისა დ სიმღერების შესრულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვეფხისტაოსანი“ ხშირად იკითხება აფხაზურ ენაზე, რასაც ჩვენი სამომავლო ერთიანობის სიმბოლოდ მივიჩნევთ. დღევანდელ დღეს კი ყველანი შევიკრიბებით დიმიტრი გულიას ძეგლთან, სადაც კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ აფხაზური სახელმწიფო ენისა და მისი დაცვის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვარ, აფხაზები და ქართველები ერთად მოვიშუშებთ იარებს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)