|
2018-10-26 20:50:12, 2672 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - „Hitachi“-ი შეისწავლის საქართველოს ბაზარს და კონკრეტული წინადადებებით დაგვიბრუნდება
"მოვილაპარაკეთ, რომ „Hitachi" შეისწავლის საქართველოს ბაზარს და კონკრეტული წინადადებებით დაგვიბრუნდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონური კორპორაციის „Hitachi" უფროს ვიცე-პრეზიდენტ იასუო ტანაბესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ცნობილი იაპონური კორპორაციის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ. უდავოა, რომ ჩვენი მთავრობის კურსი ბიზნეს გარემოს ლიბერალიზებისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით, სწორია, რადგან ჩვენი უცხოელი სტუმრის თქმით, ეს ფაქტორი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. ჩვენ მივესალმებით როგორც კორპორაცია „Hitachi"-ის, ასევე სხვა იაპონელი ინვესტორების შემოსვლას საქართველოს ბაზარზე, რისთვისაც განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით", - განაცხადა ქობულიამ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის წარმომადგენელს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, საგადასახადო და საინვესტიციო კანონმდებლობა და ქვეყნის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, მათ შორის, მშენებლობის, უძრავი ქონების, მრეწველობის და ტურიზმის მიმართულებით. აღნიშნულმა ინფორმაციამ იაპონური მხარის დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრის შემდეგ, „Hitachi"-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა იასუო ტანაბემ განაცხადა, რომ საქართველოში მისი ვიზიტის მიზანს ქვეყნის ეკონომიკისა და ბაზრის შესწავლა წარმოადგენს. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და შესაძლებელია ამ უპირატესობით სარგებლობა. ასევე ვიცით, რომ საქართველოში მრავალი რეფორმა ხორციელდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისათვის," - განაცხადა იასუო ტანაბემ. მისი თქმით, "Hitachi" ძალიან დიდი კონგლომერატია და ბევრ ბიზნესსეგმენტს აერთიანებს, მათ შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, საზოგადოებრივი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა, ენერგოსისტემები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საავტომობილო ნაწილები და სხვ. „ამიტომ ვფიქრობთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოში და ვისარგებლოთ ამ რეფორმებზე ორიენტირებული პოლიტიკითა და მომგებიანი გეოგრაფიული პოლიტიკით. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ციფრული გადაწყვეტილებები ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე და უზრუნველვყოთ ქართული ეკონომიკა შესაბამისი მომსახურებით, რაც ხელს შეუწყობს მის უფრო მაღალ დონეზე განვითარებას," - განაცხადა კორპორაცია „Hitachi"-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
(ns)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)