|
2018-10-26 18:13:07, 1792 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სახელმწიფო დაწესებულებების შშმ პირთათვის ადაპტირება გაგრძელდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შშმ პირებისთვის საჯარო დაწესებულებების ადაპტირების პროექტს ახორციელებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება" ფარგლებში, სახელმწიფო შენობების შშმ პირებისთვის ადაპტირებაა დაგეგმილი. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. მისი თქმით, კულტურული დაწესებულებების ადაპტირება წინგადადგმული ნაბიჯია როგორც თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ისე ინკლუზიური ტურიზმის განვითარების კუთხით. „დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ბათუმის ბულვარის ადაპტირებული პროექტი წარმოგვედგინა. დღეს უკვე 8 კულტურული დაწესებულების ადაპტირებას ვახდენთ. ხედავთ, რომ ასეთი პროექტების ინტენსივობა გაზრდილია და პრაქტიკულად ყოველ კვირაში გვაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ სიახლეები, რომლებიც ემსახურება შშმ პირებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საჯარო სივრცეების ადაპტირების პროცესი შშმ პირთათვის გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ამავდროულად ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 2019 წლიდან 8 კულტურული დაწესებულების შენობის ეტაპობრივი ადაპტირება განხორციელდება. პროექტი მოიცავს შემდეგ შენობებს: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, რელიგიის მუზეუმს, მემედ აბაშიძის მუზეუმს, ბათუმის მუსიკალური ცენტრს, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას, ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)