03:32 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 16:40:52, 1538 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლებაზე იმსჯელეს.

2018 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს, გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს წევრებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ექსპერტების პარტნიორობით, მუშაობა დაიწყო შემდეგი გაიდლაინის და პროტოკოლების განახლებაზე:

ფიზიოლოგიური მშობიარობა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის ახალ რეკომენდაციებზე დაყრდნობით);

ინსტრუმენტული საშოსმხრივი მშობიარობა;

მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვა;

თრომბოემბოლიზმის პრევენცია ანტენატალურად და მშობიარობის შემდგომ პერიოდში;

მშობიარობის შემდგომი სისხლდენა საწყისი სარეანიმაციო ნაბიჯები და საშვილოსნოს ჰიპო-ატონური სისხლდენის მართვა.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინებისა და პროტოკოლების განახლება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და რეპროდუქციული და დედათა ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics