03:33 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 15:10:58, 1937 ნახვა

საზოგადოება
ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის დედა: ტყუილები გავრცელდა და პასუხს გაზღვევინებთ - დანაშაული არ ჩაუდენია

გორში 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ნუნუ ნებიერიძე აცხადებს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. 

ნუნი ნებიერიძის თქმით, მედიაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მანვე დასძინა, რომ მისი შვილი 9 წელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა. 

"9 თვის წინ გამოვიდა ციხიდან. ტელეფონის წართმევის ბრალდებით დააკავეს. ღამის 12 საათზე დამადგნენ პოლიციელები და წაიყვანეს ჩემი შვილი. სამსახურში იყო წასული და სახლში დაახლოებით 19:00 საათზე დაბრუნდა. არაფერი უთქვამს. როგორც მითხრა არაფერი დაუშავებია და მეც ასე ვიცი. ეგ იყო შეკერილი საქმე. არანაირი ფოტოები არ ჰქონია. ციხეში, რომ იჯდა იქ ვიღაცას ვათხოვეო ჩიპი თუ ფლეშკაო და იმ ვიღაცამ გადაიწერა თუ გადმოიწერა, მაგდენი არ ვიცი. ქვეყანა ტყუილები გავრცელდა და ამის გამო ყველას პასუხს გაზღვევინებთ. 9 წელი იყო პატიმრობაში და ცხრავე მოიხადა. ყაჩაღობის მუხლი იყო", - განაცხადა დაკავებულის დედამ.

ცნობისთვის, გუშინ გორში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოების აწარმოებდა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics