|
2018-10-25 18:38:50, 2771 ნახვა
ეკონომიკა
„ევროპული საქართველო“ - სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის მეორე ტური გარდაუვალია
მოძრაობა „ევროპული საქართველო“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით კომპანია "ბი-სი-ჯი კვლევამ" ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ამომრჩეველთა უმეტესობა (69%) 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. „საპრეზიდენტო ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა სალომე ზურაბაშვილი-16%, დავით ბაქრაძე-14,4%, გრიგოლ ვაშაძე-12,8%, შალვა ნათელაშვილი-4%, სხვა კანდიდატები-3,8%, გადავხაზავ ყველას-8,1%, უარი პასუხზე-6,1% და ჯერ არ გადამიწყვეტია/არ ვიცი-34,8%. უარებისა და გადაუწყვეტელი ხმების ანალიტიკური შეწონვითა გადანაწილებით შემდეგი ჩანს, რომ ჩატარდება მეორე ტური. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა სალომე ზურაბაშვილი-33,1%, დავით ბაქრაძე-30,6%, გრიგოლ ვაშაძე-27,1%, შალვა ნათელაშვილი-4,1%, სხვა კანდიდატები-5,1%. ანალიტიკური გადანაწილება მოხდა 20-ზე მეტი დამატებითი კითხვის მეშვეობით, მათ შორის რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის არასწორე მიმართულებით განვითარებაში, რამდენად გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა თქვენი მოლოდინები, სხვადასხვა სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების შეფასება, პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასება, მეორე არჩევანი, ვის არ მისცემდნენ არასოდეს ხმას, მეორე ტურში გაკეთებული არჩევანი, ქვეყნის განვითარების საგარეო ვექტორი. მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი - დავით ბაქრაძე-42,0%, სალომე ზურაბაშვილი-25,9%, არცერთი-14,4%, არ ვიცი/უარი პასუხზე-17,7%. გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძე-39,3%, სალომე ზურაბაშვილი-27,2%, არცერთი-14,5%, არ ვიცი/უარი პასუხზე-19,0%. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე - დავით ბაქრაძე - 29,1%, გრიგოლ ვაშაძე- 25,2%, არცერთი-22,9%, არ ვიცი/უარი პასუხზე-22,8%“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციაში. პრესსამსახურის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20-24 ოქტომბერს. შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოკითხული იქნა 1508 ამომრჩეველი. კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, კვლევის სანდოობა - 95%-ს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)