19:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 15:26:22, 1928 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს - პირველივე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები

პარტია "'ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვარაუდით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.

ივანიშვილის თქმით, თუ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, მისი კონკურენტი, "ნაციონალური მოძრაობის" ან "ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი იქნება. ამასთან, ყოფილი პრემიერი ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მან პარტიის მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდა.

"დიდი ალბათობით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით,  თუ მობილიზება იქნება "ქართული ოცნების" ამომრჩევლის, ქალბატონი სალომე პირველივე ტურში აიღებს იმ საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს აუცილებლად იგებს ქალბატონი სალომე. მეორე ტური თუ შედგა და ამისი მხოლოდ მცირე ალბათო არსებობს, თითქმის თანაბარი შანსი აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" ორ წარმომადგენელს, რომლებიც ორ პარტიას წარმოადგენენ. ერთი ქულაა სხვაობა ვაშაძესა და ბაქრაძეს შორის, ხოლო არჩევნებზე ეს დიდ როლს არ ითამაშებს. ეჭვი არაა იმაში, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მაინც ქალაბტონი სალომე გაიმარჯვებს. ნუ გადავაქცევთ ზედმეტ ემოციებად დარჩენილ დროს, პირველივე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები. დავაცხროთ ეს ემოციები, ის რაც აუცილებლად მოხდება და კიდევ ერთხელ ვთხოვ მხარდამჭერებს მობილიზება მოახდინონ. გადადონ გვერდზე კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით რომ ქალბატონი სალომე არ არის პარტიის წევრი, ყოფილ მხარდამჭერებსაც მოვუწოდებ, რომლებმაც მოასწრეს განაწყება, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და შევუდგეთ ქვეყნის აღმშენებლობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics