20:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 13:23:59, 997 ნახვა

რეგიონი
კასპში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე კასპის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  „ქართული ნობათი“   კასპის მუნიციპალიტეტში  2016 წლიდან საქმიანობს და 19  ადგილობრივს აერთიანებს. 2018 წელს კოოპერატივი ჩაერთო  „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში. დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულება. საწარმო პროგრამის ფარგლებში   აღიჭურვება  რძის მიმღებ-გადამამუშავებელი დანადგერებით  და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.  კოოპერატივს  ასევე გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით  ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან  თანადაფინანსებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსება  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის მეპაიეებს შესაძლებლობა ეძლევათ  სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამა 2016 წლიდან ხორცილდება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 26 ახალი კოოპერაციული  საწარმო შეიქმნა, მათ შორის  10  მიმდინარე წელს ამოქმედდება.  

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics