10:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 12:52:34, 1293 ნახვა

პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში 31%-ით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, ამერიკული სოციოლოგიური კვლევითი კომპანიის Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 31%-ით ლიდერობს.

ორგანიზაციის ცნობით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოიკითხნენ. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა.

კითხვაზე, „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ (ალოკაციის მიხედვით) პასუხები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე - 31%;

სალომე ზურაბიშვილი - 28%;

დავით ბაქრაძე -  14%;

შალვა ნათელაშვილი - 5%;

არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 16%.

ცნობისთვის, დღეს საზოგადოებას კიდევ ერთი კვლევის შედეგი „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა. ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ პარტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში, 54%-იანი მხარდაჭერით იგებს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, კვლევის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს ამომრჩეველთა 18% უჭერს მხარს, დავით ბაქრაძეს - 16%, ხოლო 12% სხვა კანდიდატებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics