|
2015-06-11 12:01:27, 785 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ „სეტ ტოპ ბოქსებზე“ 0%-იანი განვადებაა
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ მომხმარებელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას 0%-იანი განვადებით სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, ერთ კვირაში საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. ამიტომ მომხმარებელი უნდა მოემზადოს, რათა 17 ივნისიდან ყველა სატელევიზიო არხის ნახვა ჩვეულ რეჟიმში შეძლოს. „სეტ ტოპ ბოქსების“ გარდა, „ტექნო ბუმში“ ამ დროისთვის ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით და განვადებით მსოფლიო ბრენდების ტელევიზორებია წარმოდგენილი, რომლებსაც აღნიშნული ფუნქცია აქვს. შესაბამისად, მათი შეძენისას, მომხმარებელს დამატებით ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობის ყიდვა აღარ მოუწევს. „სეტ ტოპ ბოქსები“ „ტექნო ბუმის“ ყველა მაღაზიაშია. ჩვენი კონსულტანტები ადგილზე გაგაცნობენ და კონსულტაციას გაგიწევენ, რა უნდა იცოდეთ და როგორ გამოიყენოთ აღნიშნული მოწყობილობა. მოემზადეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად და შეიძინეთ ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა 58 ლარად 0%-იანი განვადებით მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში“, -აცხადებენ „ტექნო ბუმში“. „სეტ ტოპ ბოქსი“ „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში იყიდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)