|
2018-10-25 11:03:49, 640 ნახვა
რეგიონი
„ქართული ზეთისხილის“ რთველი კახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, კომპანიაში „ქართული ზეთისხილი" ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გაეცნო. საქობოში ზეთისხილის პლანტაციები 300 ჰექტარ ფართობზე 7 წლის წინ გაშენდა, ზეთისხილის გადამმუშავებელი ქარხანა კი, 2016 წელს, ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტით შეიქმნა. „ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, ათეულობით წარმატებული საწარმო შეიქმნა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. ჩვენ ახლა სწორედ ასეთ საწარმოში ვიმყოფებით, სადაც ღირებულებათა ჯაჭვის უწყვეტი ციკლი მიმდინარეობს. იწარმოება როგორც ზეთისხილის პირველადი პროდუქცია, ასევე, ხდება ზეთისხილის გადამუშავება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე“, - განაცხადა იური ნოზაძემ. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა. ზეთისხილის საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ცივი გამოხდის მეთოდით მიღებული ზეითუნის ზეთი და საპონი - კომპანიის ძირითად პროდუქციას წარმოადგენს, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. ზეთისხილის რთველში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)