|
2018-10-24 21:34:23, 909 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ნიგაზეულში წყალსადენის მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნიგაზეულში წყალსადენის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ინწკირვეთის მთის გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის მოსახლეობისთვის 21 კმ-იანი წყალმომარაგების მოწყობითი სამუშაოები დასრულების ფაზაშია. მიმდინარე ღონისძიება აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინასებით განხორციელდა. სამუშაოებზე 3 247 998 ლარი დაიხარჯა. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს ,, უნივერსალ ჯორჯია 2008 “ აწარმოებდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა- შედუღებითი სამუშაოები, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, გამანაწილებელი აუზი, დამონტაჟდა საფილტრე დანადგარები. ამ დროისათვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს წყალსადენის სატესტო რეჟიმში შემოწმება. დასრულებული პროექტით ისარგებლებს ორი სოფლის ჩანჩხალოს და ნიგაზეულის 500-ზე მეტი აბონენტი. NS
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)