|
2018-10-24 17:31:08, 1333 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და იანანს შორის განზრახვათა წერილს მოეწერა ხელი
თბილისსა და ჩინეთის ქალაქ იანანს შორის განზრახვათა წერილს მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა და ქალაქ იანანის მუნიციპალური პარტიის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჭანგ ციანგიმ მოაწერეს. ღონისძიება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. მერიის ცნობით, განზრახვათა წერილის მიზანია ორი ქალაქს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, ასევე, გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა კულტურის, ტურიზმის, ტექნოლოგიის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში. როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, ხელმოწერილი დოკუმენტი ქალაქებს, სხვადასხვა სფეროში ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. „იანანის პროვინცია ნამდვილად გამორჩეულია ჩინეთში. აქ დაიბადა ჩინეთის სახელმწიფოებრიობა. ასევე, ის იყო პირველი წერტილი აბრეშუმის გზაზე, რომლის ნაწილიც იყო საქართველო და თბილისი. დღეს ჩვენი სტუმრები მოვიყვანეთ აბრეშუმის მუზეუმში, რომლის რეაბილიტაციასაც ვგეგმავთ. ეს არის უნიკალური განძი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ასევე, დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ როგორც მწარმოებელი ქვეყანა აბრეშუმის გზაზე. დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რითაც ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო ამ რეგიონთან“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. თავის მხრივ, იანანის მთავრობის წარმომადგენელმა, ჭანგ ციანგიმ, ქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებით უფრო მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვეცნობი ამ უძველესი ქალაქის ტრადიციებს, რისთვისაც თბილისის მერიას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ქალაქებს შორის ახალი ურთიერთობის დაწყების შესანიშნავი ნაბიჯია. ეს ხელს შეუწყობს ქალაქებს შორის ხალხთაშორისი კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ჭანგ ციანგიმ. ღონისძიებას ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შენსის პროვინციის ქალაქ იანანის გუბერნატორი სუ სინრონგი დაესწრნენ.
(NS)
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)