|
2018-10-24 16:38:39, 608 ნახვა
რეგიონი
გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა გრძელდება
გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა გრძელდება. დღეს მოხსენებით თემაზე - "გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა გავრცელება აჭარის რეგიონის გერიატრიული ასაკის მოსახლეობაში", აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე წარსდგა. საერთაშორისო ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ღონისძიების მიზანია დაბერების პროცესისა და მექანიზმის შესახებ არსებული თანამედროვე მიღწევების გაცნობა და პოპულარიზაცია. ოთხდღიანი სკოლა ითვალისწინებს ასაკთან ასოცირებული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებას. ბიოლოგიის, მედიცინის, სოციალური მეცნიერებების, ასაკოვან ადამიანთა მოვლა-მომსახურების დარგის მკვლევარები, სპეციალისტები, სტუდენტები გაეცნობიან გერონტოლოგიის ფუნდამენტური კონცეფციებს, სხვადასხვა ქვეყნის ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საკითხებსა და სოციალურ პაკეტებს. სწავლებას უძღვებიან დარგის წამყვანი ქართველი, ავსტრიელი, მალტელი მეცნიერები და ექსპერტები. სეზონური სკოლის ფარგლებში 25 ოქტომბერს, ხულოს ჰოსპიტალში გაიმართება საქველმოქმედო სამედიცინო აქცია. საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში ხულოს ხანდაზმულ მოსახლეობას კონსულტაციები ჩაუტარდებათ ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ორთოპედიის, უროლოგიის, ქირურგიის, ოფთალმოლოგიის მიმართულებით. დაგეგმილია ასევე ექოსკოპიური გამოკვლევა და ოჯახის ექიმის კონსულტაცია. საერთაშორისო სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო ტრენინგის სერტიფიკატი. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მალტის დაბერების საერთაშორისო ინსტიტუტის (INIA–ს) ორგანიზებით აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)